გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნიკო ჩხეტიანი: ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს იქ, სადაც მას ეს სჭირდება, სადაც არის ჩვენი საჭიროება, რასაც ვერ წვდება სახელმწიფო

6-11-2019


,, ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. ყველგან, სადაც ჩვენ შევდივართ პროექტებით, ყოველთვის იგულისხმება ორი პრინციპი: პირველი - ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს იქ, სადაც მას ეს სჭირდება, რასაც ვერ წვდება სახელმწიფო. ჩვენი მიზანი არასდროს არ არის სახელმწიფოს დუბლირება. მეორე - ჩვენ ძალით არსად არ ვახდენთ ჩვენი საქმიანობის რეკლამირებას და ხშირ შემთხვევაში, ის პროექტები, რომლებიც ზოგადად ცნობილია, მოსახლეობამ და საზოგადოებამ არ იცის, რომ ჩვენი განხორციელებულია“ ,- ამის შესახებ ფონდი ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა ტელეკომპანია ,, იმედის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ფონდ ,,ქართუს“ სხვადასხვა პროექტებზე, 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

,,ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში და დანამდვილებით ყველაზე მსხვილი ამ მხრივ. 1995 წლიდან, როდესაც ფონდი დაფუძნდა, მას განხორციელებული აქვს უამრავი პროექტი , სხვადასხვა სფეროში. ჯამში, ამ პერიოდის განმავლობაში ფონდს დახარჯული აქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი. ჩვენი მიმართულებები პროგრამების მიხედვით ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს სპორტს, ხელოვნებას, ძეგლების დაცვას, ინფრასტრუქტურას, სოციალურ საკითხებს, ჯანდაცვის საკითხებს და ასე შემდეგ. ყველგან, სადაც თავისი პროექტებით ფონდი შედის, ყოველთვის იგულისხმება შემდეგი ორი პრინციპის გათვალისწინება, პირველი - ჩვენ არ ვადუბლირებთ სახელმწიფოს, ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს იქ, სადაც მას ეს სჭირდება, სადაც ჩვენი საჭიროებაა, რასაც ვერ წვდება სახელმწიფო. ჩვენი მიზანი არასდროს არ არის სახელმწიფოს დუბლირება. მეორე- ჩვენ ძალით არსად არ ვახდენთ ჩვენი საქმიანობის რეკლამირებას და ხშირ შემთხვევაში, ის პროექტები, რომლებიც ზოგადად ცნობილია, მოსახლეობამ და საზოგადოებამ არ იცის, რომ ჩვენი განხორციელებულია. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან... ჩვენ რეკლამისთვის არ ვაკეთებდით ამ საქმიანობას. უბრალო მაგალითს მოვიყვან, რაგბის პროგრამაზე და ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ ქართული რაგბით, ფონდ „ქართუს“ დახარჯული აქვს 200 მილიონ ლარამდე, მაგრამ თქვენ არასდროს არ ნახავთ „ქართუს“ ლოგოს რაგბისტების მაისურებზე არა იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე ვინმე უარს გვეტყოდა, ეს არასდროს არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი“,- განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა

ფონდი ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ აბასთუმნის პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი კომპლექსურობით გამოირჩევა, სადაც ფონდს საქველმოქმედო ჭრილში უკვე 30 მილიონი ლარის ინვესტირება აქვს განხორციელებული.

,,კონკრეტულად აბასთუმნის პროექტი კომპლექსურობით გამორჩევა და რა თქმა უნდა, სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ამის განხორციელებაში ჩართულია ძალიან ბევრი სტრუქტურა, სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაწყებული კერძო სტრუქტურებით დამთავრებული და ბუნებრივია ყველას თავისი ნიშა აქვს, შესაბამისი ნიშა აქვს „ქართუსაც“. ჩვენ, ჩვენი ნიშის ფარგლებში ვახორციელებთ პირველ რიგში ჯანმრთელობის ობიექტების აღდგენას. ჩვენს მიერ უკვე აღდგა ამბულატორია აბასთუმნის ტერიტორიაზე, სრულად აღიჭურვა და სახელმწიფოს გადაეცა, მალე ის დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე ახლიდან აშენდა და გაკეთდა ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ასზე მეტ პაციენტს და დამეთანხმებით, იმ საავადმყოფოში საქმიანობის გაგრძელება, რომელიც არსებობდა აბასთუმანში, შეუძლებელი იყო და მათ შორის ის გარემოებაც, რომ აბასთუმანი წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ფაქტობრივად იყო სტიგმატიზირებული ლოკაცია, სადაც ხალხს ჩასვლის ეშინოდა, მათ შორის იმ საავადმყოფოს მდგომარეობიდან გამომდინარეობდა. კონკრეტულად დაბა აბასთუმანში, საქველმოქმედო ჭრილში, ჩვენ უკვე განხორციელებული გვაქვს დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება და ჯამში, მხოლოდ იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც ეხლა ხორციელდება, თუ კიდევ რამე არ დაგვემატა მომავალში, უახლოეს ორ წელიწადში სამოცზე ავა ეს ციფრი, ეს მხოლოდ საქველმოქმედო ნაწილს ვგულისხმობ - ამაში არ შედის ის ბიზნეს პროექტები და სხვა განვითარებები, რომელიც ამ პროექტმა თავის თავში გააერთიანა, იქ მოხდა სინერგია სახელმწიფოს და კერძო სექტორის. მე ახლა მხოლოდ ფონდი „ქართუს“ სახელით ვსაუბრობ, მხოლოდ. ჩემთვის რაც ცნობილია, რაც შემიძლია მე ვთქვა, მაგალითად თანა ინვესტირების მხოლოდ ერთი პროექტი „პარაგრაფის“ ქსელის სასტუმრო 120 მილიონ ლარზე იქნება მინიმუმ, ეს ერთი ობიექტი და კიდევ რამდენი სხვა დაემატება, მათ შორის სხვა მოთამაშეების მხრიდან, ბიზნეს მოთამაშეების ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის უცნობია და მე ამ ციფრებს ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ფაქტი ასე ვთქვათ შედგა, მოხდა სინერგია კერძო და სახელმწიფო ინტერესებისა და ორივე მხარე მონაწილეობს ამ პროცესში, აბასთუმანი შენდება, ამას ვერავინ ვერ უარყოფს და მე დარწმუნებული ვარ ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება მომავალში სხვა ობიექტების და ლოკაციების განვითარებისთვის“,- განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა