გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რაულ ხაჯიმბამ საზოგადობერივი პალატის 11 წევრი დაამტკიცა

6-11-2019

რაულ ხაჯიმბამ საზოგადოებრივი პალატის 13 წევრი დაამტკიცა, შესაბამისი ბრძანება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. საზოგადოებრივი პალატა სოხუმში 2007 წელს შეიქმნა, ის სამოქალაქო საზოგადეობის 35 წევრისგან შედგება, მათგან 13-ს „პრეზიდენტი“ ნიშნავს, 11 - ადგილობრივ ადმინისტრაციებს წარმოადგენს, დანარჩენი 11 - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და ორგანიზაციას.

პალატას მისი დაარსებიდან 2019 წლის 28 სექტემბრამდე ნათელა აკაბა ხელმძღვანელობდა. მან დატოვა ეს თანამდებობა მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს „პრეზიდენტის ვებგვერდზე“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა“, - წერს „აფსადგილ ინფო“.

„საზოგადოებრივი პალატის ზოგიერთი წევრი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მიგველოცა პრეზიდენტისთვის, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო, რატომ გადაწყვიტეს ეს მილოცვა კონკრეტულად ჩემს სახელთან დაეკავშირებინათ, არ ვიცი. ამან ძალიან გამაოცა და მე გადავწყვიტე დამეტოვებინა საზოგადოებრივი პალატა“, - განაცხადა ნათელა აკაბამ.

რადიო "ათინათი"