გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი: მჯერა, მომავალი წლის არჩევნებზე ჩვენ მყარი უმრავლესობით მოვალთ

6-11-2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მთავარი ცვლილება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ერთად ზრუნვაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს არ ატარებდეს კაბინეტებში, ვიყოთ გარეთ, შევხვდეთ და ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამ მიზნით, დეპუტატები, მინისტრები, მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დავდივართ, ვხვდებით და ვესაუბრებით მოსახელობას, სადაც, ერთის მხრივ, ადგილზე ვწყვეტთ პრობლემებს, მეორეს მხრივ, კი ვადგენთ ჩვენს სამუშაო გეგმას.

მაგალითისთვის, ბოლო 6 თვის მანძილზე 1000-მდე შეხვედრა გაიმართა. მომავალში, შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან კიდევ უფრო გაიზრდება. მეც დაგეგმილი მაქვს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შევხვდე, რადგან ჩემი საპარლამენტო მანდატი, პირველ რიგში, მათ ეკუთვნით, მე კი მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვარ’’ - აღნიშნა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ხედავს და აფასებს საზოგადოება, რაც ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დადასტურდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 84 %-ანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

„პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ნდობაა და მე მჯერა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით მოვა“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.