6-11-2019
მარტვილის სოფლებში ონოღიაში, დიდიჭყონსა და ხუნწში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღების პროექტირება-მშენებლობისთვის 2 მილიონ 310 ათასი ლარი გამოიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მშენებლობა Design-Build მეთოდით უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებელი იქნება, როგორც შენობის პროექტირებაზე ასევე მშენებლობაზე.
ბაღის პროექტის ნიმუში
ამავე დოკუმენტის მიხედვით, შენობაში უნდა იყოს შემდეგი სივრცეები: ჯგუფის ოთახი (25-30 ბავშვზე გათვლილი), დირექტორისა და პერსონალის ოთახი, დარბაზი (მინ. 75 კვ.მ), მედ. პუნქტი, დამხმარე სათავსო, სამზარეულო, სამაცივრე სათავსო, საუთოვებელი და სამრეცხაო ოთახი, დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსო, საშხაპე და ა.შ.
რაც შეეხება სათამაშო ზონას, ის აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა გასართობი საშუალებით, მათ შორის, საქანელებით, ქვიშის მოედნით, სათამაშო სახლებით, ასაძრომი, საცოცი და გასაძრომი კონსტრუქციებით და სხვ.
აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა დასრულდეს. მგფ-მა ტენდერი 1 ნომბერს გამოაცხადა და ხვალ დასრულდება.
რადიო "ათინათი"