გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვეშიდან გატაცებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება

7-11-2019

28 წლის ადგილობრივი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა.

Qartli.ge-ს ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიაწოდეს.

„გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს აქვს ნაკვეთი, სავარაუდოდ აქ მოხდა მისი დაკავება, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ზაქრო ბუთხუზი ოკუპანტებმა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს“- უთხრა Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის 

მერიის პრეს-სამსახურმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მომხდარის შესახებ გუშინვე აცნობა, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ვადასტურებთ ინფორმაციას. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

"შიდა ქართლი"