გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ თალაკვაძე: როცა ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას დაიწყებს, სხვა ინვესტორებიც ჩადებენ ინვესტიციებს

8-11-2019

„თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ სხვა ინვესტორებიც შედიან - თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში, გააკეთებს ქველმოქმედებას და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას“,-ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოს აღორძინების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ინიციატივასთან გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოეხმაურა.

„სამი განსხვავებული აზრია შექმნილი წყალტუბოს აღორძინების პროექტზე: ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და დაეხმარება წყალტუბოს, იმერეთს და საქართველოს ეკონომიკას.

არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს - და ეს ის ნაწილია, ვისაც სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობამ იყიდა მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა -ეს ჯგუფი არის დაკავებული სიმართლის გადაკეთებით და რეალობის გაყალბებით.

მესამე- ეს არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აინტერესებს და სვამს კითხვებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ინვესტიციების ჩადებისა და მოზიდვის ორი გზაა ცნობილი -
ერთი გზა იარაღით და მუქარით ინვესტორების იძულება (რასაც ყოფილი ჩინოვნიკები უკვე ეთერებშიც ყვებიან წლების შემდეგ), ხოლო მეორე - ნდობა.

„ერთი არის, იარაღის მუქარით და ზეწოლით, იძულებით “ინვესტიციის” გაკეთება, რაც გვახსოვს როგორ კეთდებოდა, რომელიმე ქალაქში ბოსელი უნდა შეარჩიოს მთავრობამ, გააგზავნოს ბიზნესმენი და უნდა უთხრას, რომ ეს იყიდე მილიონად - თუ არ გააკეთებ დაგიჭერ.

მეორე გზა არის ნდობა. თუ ნდობა არსებობს, ინვესტორები მოდიან, აკეთებენ ინვესტიციას. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაცია და ინვესტიციის განხორციელება, მოვიდა ხუთი სხვა ინვესტორი და ააშენეს სასტუმროები, როდესაც აღადგინა საბაზისო ინფრასტრუქტურა, იქ მივიდა ტურიზმის ბიზნესი, სამეწარმეო ბიზნესი, სატრანსპორტო ბიზნესი.

რეალურად, აბასთუმნის შემთხვევა დღეს რომ განვიხილოთ, ეს არის მაგალითი იმის, როცა ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, წყალტუბოს განვითარებას მეტი დატვირთვა სჭირდება. მისივე შეფასებით, ქალაქს აქვს რესურსი, რომ წელიწადში მინიმუმ 800 ათასი ტურისტი მოიზიდოს.

მისივე თქმით, ინვესტიციის განხორციელება გამჭვირვალედ მოხდება.

„არანაირი განსაკუთრებული წესები არ დაიწერება ბიძინა ივანიშვილისთვის. კანონი განსაზღვრავს, როგორ შეიძლება ინვესტორს რაღაც მიყიდოს სახელმწიფომ - აუქციონის წესით, ანუ უნდა გამოაცხადოს აუქციონი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ამაზეც არ აქვს პრობლემა ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთ აუქციონებში ჩაერთოს, თუმცა, აქაც გამოდის ის ხალხი, ვინც რეალობის გაყალბებას ახდენს და აქაც პოულობს გასაკრიტიკებელს.

მეორე მექანიზმი, რაც სხვა ინვესტორებთან არაერთხელ გამოუყენებია სახელმწიფოს, არის პირობიანი საინვესტიციო შეთანხმება.

შესაბამისად, ერთი გზა იქნება გამოყენებული თუ მეორე გზა, ამას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გამჭვირვალედ მოხდება ამ ინვესტიციის განხორციელება.

ეს გამჭვირვალობა ჩანდა თავიდანვე, როცა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ეს ინიციატივა, იგივე გამოჩნდება ბოლოშიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ მან თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ეს პროექტები ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს დაინტერესებულ ბიზნესმენებს თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასში - კითხვები მოხსნილია “,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაგეგმილია 8 ახალი კორპუსის აშენება დევნილებისთვის და განსახლება მათთან შეთანხმებით მოხდება.