გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს

19-11-2019

მესტიის სოფლების ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს ცეცხლის გავრცელების ან ახალი კერების შექმნის საფრთხე.

ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ადგილზე დღეს დილიდან 130-მდე მეხანძე-მაშველთან ერთად სატყეო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.

მათ ამ ეტაპზე ცეცხლის კერების ლოკალიზება მოახდინეს.

ამ დრომდე მიმდინარეობდა დაკვამლიანებული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცნობისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს კვირას, ღამით გვიან მოედო.

დამწვარია ხმელი ფოთლები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 304-ე მუხლით, რაც ტყის ან ნარგავების დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ადგილზე მომუშავე შესაბამისმა ჯგუფების უმეტესმა ნაწილმა ლოკაციები დატოვეს.

 

"პია"