გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვინ არის არასრულწლოვანი, რომელიც გრემში მომხდარ ხანძარს ემსხვერპლა

26-11-2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემშიეჟიშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვანი, 12 წლის ს.გ, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა.

როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, ს.გ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში სწავლობდა.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და სექტემბრიდან მოზარდმა სწავლა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში განაგრძო.

“კარგი მოსწავლე იყო და ძალიან დაგვწყდა გული ამ ფაქტზე. მშობლებმა საბუთები აგვისტოდან გრემის საჯარო სკოლიდან თბილისის, თუ არ ვცდები, მე-5 საჯარო სკოლაში გადაიტანეს”,-ამბობს ქეთევან ჭიპაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სოფელში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა. ასევე, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრუწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ,  შეშის ღუმელში ბენზინის შესხმის შედეგად აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.