გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს

27-11-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება”.

"კვირა"