გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჯანდარის ტბაზე სამძებრო სამუშაოებში ვერტმფერნი ჩაერთო

2-12-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

​ჯანდარის ტბასთან მობილიზებულია სამაშველო სამსახური და დაკარგული მამაკაცების ახლობლები. ისინი პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ისინი ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიყვანა.

ტბაზე სულ სამი მამაკაცი იყო. მესამე ახალგაზრდა კაცი ნაპირზე დარჩა. მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ გაიტაცა ნავი დინებამ და დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართა.

https://1tv.ge/