გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ამ რყევებს ვერ გაუძლებს

9-12-2019

,,ქვეყნის მართვის ბერკეტებს ვერ ჩავაბარებთ უპასუხისმგებლო პარტიებს. ჩვენ ამას არ ვიზამთ, ჩვენ გავალთ ხალხში და მათ ხმას მოვისმენთ. გუნდის დაზიანებაზე უფრო დიდი პრობლემა ქვეყნის დაზიანებაა. გაეცანით საერთაშორისო გამოცდილებას: იტალია დაუბრუნდა ძველ სისტემას, მოლდოვაში ხუთ-ექვს თვეში ჩამოიშალა მთავრობა, ჩვენ გვაქვს მსგავსი პროცესების ფუფუნება?"-ეს განცხადება მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

მისივე შეფასებით, საქართველო, რომელიც ასეთ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ველზეა, ვერ გაუძლებს რყევებს.

"ოპოზიციას მხოლოდ სურვილი აქვს დროზე შემოაღოს პარლამენტის კარი, რეალურად პარტიები ზღურბლზევე აირევიან და ვერ შექმნიან ძლიერ მთავრობას. ეს ხომ ჩვენ მტერს უნდა. ოკუპანტი ელის, რომ საქართველო იყოს სუსტი და არასტაბილური. ეს გავაკეთოთ მხოლოდ იმის გამო, რომ პარლამენტში შემოვიდნენ? პოლიტიკოსები, მათი შვილები, დები, ძმები და ასე შემდეგ. პარტიულმა ლიდერებმა კი ფული აკეთონ სიების წერაში. არა, სიას დაწერს ხალხი, რომელიც თითოეულ წარმომადგენელს ამოიცნობს პოლიტიკურ სცენაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.