გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი

14-12-2019

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პრემიერმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი.

„მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას ჯერ საპროკურორო საბჭო წარადგენს, ხოლო შემდეგ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ არსებობს გენერალური პროკურორის არჩევის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.