ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
"ამაყმა, ღირსებით სავსე გურულებმა ყველაფერს გაუძლეს, კბილებით დაიცვეს თავისი არჩევან

14-11-2017

ქალაქ ოზურგეთის ყოფილი საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშანიძე, რომელიც არჩევნებს ნატანებში აკვირდებოდა, წერს, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლება ატერორებდა და აშინებდა ხალხს:

"ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებზე მეც ვიტყვი ორ სიტყვას: მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლება ატერორებდა და აშინებდა ხალხს, მოსახლეობაზე მიმდინარეობდა არნახული ზეწოლა, ტრიალებდა დიდი ფული (ნარკოტიკებიც), ოზურგეთში ჩავიდა ქართული ოცნების ლამის მთელი პოლიტ. ელიტა, ოზურგეთლებს დაუპირისპირდა მთელი სახელისუფლებო მანქანა, თუმცა ამაყმა, ღირსებით სავსე გურულებმა ყველაფერს გაუძლეს, კბილებით დაიცვეს თავისი არჩევანი და გაიტანეს თავისი, რითიც ხელისუფლებას უთხრეს, რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი და მოუსყიდველი მათი არჩევანია, თვითონ წყვეტენ, ვინ უნდათ მერად და მათი გაბითურების უფლებას არავის მისცემდნენ. ხელისუფლება ხალხთან ბრძოლაში დამარცხდა და დღეს, მისი უდიდებულესობა ხალხი, გამარჯვებას ზეიმობს, არ ივარგებს არჩეული მერი? იმასაც შეცვლიან. 
პ.ს. ხელისუფლების წყარო ხალხია! ოზურგეთის წყალი დანარჩენ საქართველოს გადასხმოდეს!!!" - წერს შარაშანიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.


წყარო: "გურიის მოამბე"