გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მოწამვლა, ჩაცხრილვა, პალმები და არჩევნები-როგორი იყო 2019 წელი ოკუპირებული აფხაზეთისთვის

9-01-2020

აფხაზეთში მომხდარი ხუთი მთავარი მოვლენა 2019 წელს


1. როგორ დაეხმარა ოპოზიცია მოქმედ პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევაში


საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის მთავარი მოვლენა იყო აფხაზეთში, მათ შორის, კონტექსტის გამო.


პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აგვისტოში გამართულ პირველ ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ეს ძალიან დაბალი პროცენტით (24%) მოახერხა, ასე რომ, მეორე ტურში არავის სჯეროდა, რომ მას ფიასკოს გარდა რაიმე სხვა ელოდა.


მაგრამ აქ მას ოპოზიცია დაეხმარა.


ორმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ და ოლეგ არშბამ, პირველი ტური ფაქტობრივად პრეზიდენტის მსგავსი პროცენტით დაასრულეს, მაგრამ მეორე ტურში მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეეძლო გასვლა. მათ იმდენ ხანს ვერ მოახერხეს ერთმანეთთან შეთანხმება, თანაც საჯაროდ, რომ ეს ყველაფერი ბაზარში ვაჭრობას დაემსგავსა, რითაც რაულ ხაჯიმბამ ერთი შეხედვით შეუძლებელი მიიღო – 8 სექტემბერს, მეორე ტურში გაიმარჯვა და მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.


ოპოზიცია აგრძელებს მისი გამარჯვების სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ რაიმეს შეცვლის განსაკუთრებული ილუზია მათაც არ აქვთ.


2. მოწამლეს თუ არა ოპოზიციის ლიდერი და ვინ გააკეთა ეს?


შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებს სხვანაირი გაგრძელება ჰქონოდა, რომ არა ერთი გარემოება.


აპრილის შუაში, კრიტიკულ მდგომარეობაში, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი ბერლინში გადაიყვანეს ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია. გერმანიაში გაკეთებული ანალიზების თანახმად, ის მოწამლეს. ოპოზიციონერის სისხლში მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.
იმას, რომ მოულოდნელი ავადმყოფობა პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებთან, არავინ უარყოფს. მაგრამ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ნაკლებსავარაუდოა, რომ გავიგოთ.


ასლან ბჟანიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა. შედეგად, ოპოზიცია იძულებული გახდა სასწრაფოდ მოეძებნა მისი შემცვლელის კანდიდატურა და ასეთად აარჩიეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ ხელმძღვანელი, ალხას კვიცინია. თუმცა, როგორც უკვე მომავალში არჩევნებმა აჩვენა, ვერ „გაქაჩა“.


3. ჩაცხრილვა სოხუმის სანაპიროზე


ამ დანაშაულს, ალბათ, დიდხანს გაიხსენებენ კანკალით.


24 ნოემბერს, დღისით, სასტუმრო „რიწას“, რომელიც განლაგებულია პირდაპირ სოხუმის ცენტრში, სანაპიროზე, ავტომობილი მიუახლოვდა. იქიდან ორი შეიარაღებული ადამიანი გადმოვიდა და ცეცხლი გაუხსნა ქუჩის კაფეში მყოფ ადამიანებს.


შედეგად, ორ „კანონიერ ქურდთან“ ერთად, რომლებიც თავდასხმის სამიზნე იყვნენ, მოკლეს კიდევ ერთი ადამიანი, 22 წლის ოფიციანტი გოგონა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა.


აფხაზეთისთვის ასეთი თავხედური მკვლელობა ნამდვილი შოკი იყო. გარდაცვლილთა ნათესავების ზეწოლის შედეგად, თანამდებობიდან წავიდნენ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი, თავიანთ მოადგილეებთან ერთად.


4.გადახდის ბარათი „აპრა“ – ახლა უკვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ


რამდენიმე წლის განმავლობაში, აფხაზური გადახდის ეროვნული ბარათი „აპრა“ ექსკლუზიურად შიდა მოხმარების პროდუქტი იყო. აფხაზეთის საზღვრებს გარეთ, ამ ბარათით ანგარიშსწორება შეუძლებელი იყო.


თუმცა, 2019 წელს სიტუაცია შეიცვალა. „აპრა“ რუსულ საგადასახადო სისტემა „მირთან“ ინტეგრირდა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც „მირის“ ბარათი მოქმედებს – ეს კი ორ ათეულ ქვეყანაზე მეტია, ავტომატურად გადაიხდით „აპრას“ ბარათითაც.


ახლა, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, აფხაზეთის მცხოვრებლებს აღარ დასჭირდებათ თან დიდი ოდენობით ნაღდი ფულის წაღება.


5. სოხუმის პალმების ტრაგედია


2019 წელი აფხაზეთის პალმებისთვის შავი წელი იყო. შემოსულმა მავნებელმა მწერმა, პალმის გრძელცხვირამ, რამდენიმე ასეული ხე გაანადგურა, მათ შორის, პრაქტიკულად ყველა უნიკალური სახეობაა.


ნოემბრამდე ისე ჩანდა, რომ ზარალის ანაზღაურებას დიდი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ სოხუმის ახლად დანიშნულმა მერმა, კან კვარჩიამ, საკუთარი სახსრებით შეიძინა და ქალაქს 61 იუბეას პალმა აჩუქა.


გადაწყვიტა მწვანე ნარგავებით მშობლიური ქალაქის დახმარება და ახლა სოხუმი გაცილებით ლამაზად გამოიყურება.


წყარო: Jam-news.net


p.s.სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.