პარასკევი, ივნისი 20, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს

14-01-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში: გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარსა და კოშკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, ავეჯი, სამოსი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

უწყების თანამშრომელთა სახელით, მრავალშვილიან ოჯახებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი კოლეგებთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა.

საგამოძიებო უწყების თანამშრომლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო დღესასწაულები შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა საქველმოქმედო, სოციალური აქციები რეგულარულ სახეს ატარებს. სახელმწიფო უწყების თანამშრომლები ცდილობენ შეჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მცირედით მაინც შეუმსუბუქონ საყოფაცხოვრებო პირობები და საახალწლო განწყობა შეუქმნან თანამოქალაქეებს.