გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროპელმა კანონმდებლებმა საქართველოს პროპორციულ არჩევნებთან და სასამართლოს რეფორმის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას მხარი დაუჭირეს

31-01-2020

საქართველოს პროპორციულ არჩევნებთან და სასამართლოს რეფორმის მე-4 ტალღასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს. ევროპის საბჭოში მონიტორინგის კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიში განიხილეს.

საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სპიკერის სერ როჯერ გეილის განცხადებით, ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს და ჩვენ კრიტიკულები უნდა ვიყოთ, სწორედ ეს არის დემოკრატია.

მონიტორინგის მიზანი დასჯა არ არის, მისი მიზანია ურჩიოს და ასწავლოს. ვერცერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. მე მესმის, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი ინტერესების დაცვა სურს, ალბანეთს , სომხეთს, საქართველოს. დიახ ეს თქვენი უფლებაა, ჩვენ კრიტიკულები უნდა ვიყოთ ქვეყანაში არსებული ვითარებით, სწორედ ეს არის დემოკრატია. როგორც ოპოზიციის საქმეა მთვარობის კრიტიკა. ეს ყველაფერი კი რაღა თქმა უნდა, კონსტრუქციული გზით უნდა მოხდეს. ჩვენ ვცდილობთ ძალიან ფრთხილები ვიყოთ მონიტორინგის დროს. არ ვსტუმრობთ ქვეყნებს არჩევნებამდე, რადგან ეს შეიძლება როგორც დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე ზეგავლენად იყოს აღქმული, რაც არ გვინდა. ჩვენ დემოკრატიული არჩევნები გვსურს, რომელიც გარე ძალის ჩარევისგან თავისუფალი იქნება. არსებობს არჩევნები რომლებიც დაკვირვებას საჭიროებს. მაგალითად აზერბაიჯანში“,- აცხადებს სერ როჯერ გეილი.