გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა კუჭავა: ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ სტატიაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ,,იმედის ნაპერწკალი“ რეგიონში

3-02-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ,,ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარის სტატიას ტელეკომპანია ,,POSTV“-ს თოქშოუში ,,პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ გამოეხმაურა.

,,სტატია ში ხაზგასმულია ის საკითხები, რომლებიც მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს და შეერთებული შტატების ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო მოხსენიებულია, როგორც ,,იმედის ნაპერწკალი“ რეგიონში. მთავარი, ჩვენს პარტნიორობაში ცხადია არის თავდაცვის კომპონენტი, სამხედრო თანამშრომლობა და ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაში. თუმცა, ასევე საყურადღებოა მკვლევარის მოსაზრება, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებაში. ეს არის აღიარება იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყოველი არჩევნები უფრო და უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ტარდება. ამ მხრივ 2020 წლის არჩევნები არ იქნება გამონაკლისი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, სტატიაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი. ხელისუფლება დიდი ხანია მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაზე. ეს შეთანხმება ხელ-ფეხს გაუხსნის ყველა ქართველ და ამერიკელ მეწარმეს, რომ იყვნენ უფრო აქტიურნი.