გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხულოსა და შუახევში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

1-02-2018

მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

როგორც „რეგინფოს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ განუცხადა, სოფლების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია, ცენტრალური მაგისტრალი კი ამ დროისთვის იწმინდება. მისივე თქმით, შეზღუდვებია გოდერძის უღელტეხილზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის დაშვებული. ხულოს 49 სკოლიდან სასწავლო პროცესი 31 სკოლაშია შეწყვეტილი.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, სასწავლო პროცესი 15 სკოლაში შეწყდა. მუნიციპალიტეტის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, მძიმე თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა, რის გამოც სოფლების უმეტესობას ელექტროენერგიის მიწოდება საღამომდე შესაძლოა არ აღუდგეთ.

ამ დროისთვის დაბა ხულოსა და შუახევში ინტენსიური თოვა შეჩერებულია. აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში განაცხადეს, რომ მომდევნო დღეებში რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

reginfo.ge