გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში,  სოფელ სალხინოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების  ფაქტი გამოავლინეს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული, დაუფირნიშებელი, 35 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს. 


ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისათვისა, გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებში.