გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტესტირებისთვის მზადაა

4-03-2020

ისრაელში,ქალაქ გალილეაში, ინსტიტუტ მიგალის თანამშრომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა Abomus-ი წერს.


არსებული ინფორმაციით, ვაქცინა ტესტირებისთვის უკვე მზად არის. ასეთ სისწრაფეს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ვაქცინაზე კორონავირუსის იმ სახეობისგან, რომელიც ქათმებს ემართებათ.


როგორც ცნობილია, კორონავირუსები ვირუსების დიდი ოჯახია, რომლითაც ადამიანების გარდა ცხოველები და ფრინველები ავადდებიან. მეცნიერების თქმით, ამ ვირუსების სტრუქტურა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის იმ ცილების თვალსაზრისით, რომლებიც ვირუსის აქტიურ ნაწილად ითვლებიან. ისრაელელი მეცნიერების ვაქცინის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ანტისხეულების გამომუშავებას სტიმულირებას ინფიცირების ადგილას იწვევს. შესაბამისად, ვაქცინას ვირუსის დამარცხება საწყის ეტაპზე, ორგანიზმში შეღწევის ადგილას შეუძლია. მათივე თქმით, ამ ვაქცინის ბაზაზე ყველა სახის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შექმნაა შესაძლებელი.


ვაქცინის შემოწმება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავიდან მას სინჯარაში გამოსცდიან, მეორე ეტაპზე ტესტებს ცხოველებზე ჩაატარებენ. წარმატების შემთხვევაში, კლინიკური ცდები ადამიანებზე დაიწყება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წარმატების შემთხვევაში, ვაქცინის წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰონგ-კონგსა და აშშ-შიც შექმნეს.


imedinews.ge