« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
4-03-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული იყო 6 ადამიანი.
ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებული ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.