გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა

5-03-2020

სოფელ დარბაზში არსებულ საავტომობილო ხიდზე საყრდენი კედლის ნაწილი ჩაინგრა. ამ მომენტისთვის დაზიანებულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა მცირე შეფერხებით მიმდინარეობს.


შემთხვევის ადგილი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.


ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი აუცილებლობით მოხდება პროექტის შეძენა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.