გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე ოფიცრებისა და ექიმი-ეპიდემიოლოგების მუშაობას ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში გაეცნო

5-03-2020

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი. მან, ასევე, დაათვალიერა საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები), რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო აეროპორტებსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.


როგორც ცნობილია, მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებთან (ექიმი-ეპიდემიოლოგები) ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან.


საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე, საერთაშორისო სარკინიგზო სადგურებში.