გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

The telegraph: თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა

6-03-2020

„თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა“ - ნათქვამია „The telegraph“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „გლობალურმა გაერთიანებულმა სამეფომ მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს, რომლებიც რუსეთის ესაზღვრებიან“.


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში.


„მსოფლიო ევროკავშირის საზღვრებს გარეთ არ არის იდეალური, მაგრამ „გლობალური ბრიტანეთი“ უნდა ჩაერთოს ამ მსოფლიოში, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ეს კი ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორი მთავრობების მტკიცედ აღიარებას და შემდეგ მათი მხარდაჭერის პირობის დადებას. საქართველო წარმოადგენს ნათელ პასუხს სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ნატქვამია სტატიაში.


ავტორის თქმით, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იგივე შეიძლება ითქვას ინდოეთისა და ინდონეზიის შესახებ.


„ეს ორი ახალგაზრდა და აქტიური დემოკრატია (ტერიტორიულად ბევრად დიდი საქართველოსთან შედარებით) წამყვან მოთამაშეებად მოგვევლინება, რის გამოც მათთან ურთიერთობებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრების, გავლენიანი ოფიციალური პირების და ბიზნესმენების მხრიდან. ამ საკვანძო გლობალურ რეგიონებში სწორი სტრატეგიების მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერას. გლობალური ბრიტანეთი ნიშნავს არა მხოლოდ ჩართულობას და ჩვენთვის სასურველი მსოფლიოს აღმშენებლობას, არამედ იმის გაცნობიერებასაც, რომ ცვლილებები მსოფლიოში ჩვენზეა დამოკიდებული და, ამ მხრივ, ჩვენი შეყოვნება გაუმართლებელია. თბილისსა და სხვა დედაქალაქებს სჭირდებათ ხანგრძლივი ღრმა ძილიდან გამოსული გაერთიანებული სამეფოს აქტიური მხარდაჭერა“ - ნათქვამია სტატიაში.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „ერთ დროს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ქვეყნის სათავეში, იყო ევროკავშირის გაფართოების და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ჩართულობის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. ამ პოზიციას გონივრული მიზეზები ჰქონდა: ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების მხარდაჭერა ავტორიტარიზმისგან დისტანცირების გზაზე; თავისუფალი ბაზრების გავრცელება; საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენა; რუსული აგრესიის მოთოკვა; დასავლური/ნატოს ორბიტაზე მოქცევისკენ ქვეყნების წახალისება, ნაცვლად რუსეთსა თუ ჩინეთზე სწორების აღებისა. ეს პრინციპები დღესაც გონივრულია და ევროკავშირიდან გამოსვლამ არ უნდა შეუშალოს ხელი გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპასა თუ კავკასიაში“.