გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი გამოცხადდა

10-03-2020

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.


პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.


,,დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კონკრეტულად კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაახლა ტენდერი ხულო-ზარზმის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული გზის მონაკვეთთან დაკავშირებით. წელსვე, დავიწყებთ დაახლოებით 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და 2 წლის განმავლობაში, როგორც ეს გვქონდა დაგეგმილი, განვახორციელებთ ამ გზის რეაბილიტაციას. ასევე, შევინარჩუნეთ ქუვეითის ფონდის დაფინანსება, რომლის ტენდერიც მალე გამოცხადდება. იმედი გვაქვს, რომ ტენდერი წარმატებით შედგება და წელსვე, ჩვენ დავიწყებთ აჭარისთვის ისტორიული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი შესაძლებლობები როგორც კურორტისთვის, ასევე იქ მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.