გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საჯარო სკოლები დამატებით სადეზინფექციო საშუალებებს მიიღებენ

10-03-2020

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. იმისათვის, რომ სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და რისკები ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული, სამინისტრო ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და  150-ზე მეტ კერძო სკოლაში.

 

რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის შემუშავებულია არაერთი რეკომენდაცია, მათ შორის, საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შეძენა.

 

მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, სკოლებს, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არსებობს და ჰიგიენური ნორმების სრულყოფილი დაცვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენესერსა და სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს.

 

5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენესერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლას გადაეცემა.

 

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაო ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.