გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის წინააღმდეგ სადეზინფექციო სამუშაოების ორგანიზებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

6-03-2020

ნინოწმინდის მერის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე და არტავაზდ ტონოიანი მერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორ ტიგრან ეღოიანს, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანლებს, ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვისაკენ მოუწოდეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სადეზინფექციო სამუშაოების ორგანიზებულად ჩატარებაზე ისაუბრეს, რომელიც შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.


სპეციალური ხსნარით მუშავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, საჯარო სკოლები, ადმინისტრაციული და სხვა შენობები და მომიჯნავე ტერიტორიები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე საბავშვო ბაღებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.