გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან

17-03-2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საღამოს 6 პაციენტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან - ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძე განაცხადა.


მისივე თქმით დილით მიიღეს 5 პაციენტის პასუხი, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.


„ღამის საათებში შემოსული არის 6 ახალი პაციენტი - ეს არის კარანტინის ზონიდან სამი პაციენტი, 1 თვითმომართვით, 2 რაიონებიდან გადმოიყვანა სასწრაფომ და ამ 6-ს აეღებათ ანალიზები და საღამოს პასუხები გვექნება. დილით მივიღეთ 5 პაციენტის პასუხი და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი“ - განაცხადა თემურ ნადირაძემ.