გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ანუკი ბიწაძე: უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას !

17-03-2020

ესპანეთიდან ჩამოსული მგზავრი ანუკი ბიწაძე საქართველოს მთავრობას სოციალური ქსელში მადლობას უხდის.


"კარანტინი ;
უუდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობა -ს !
მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის რომ საერთოოდ არავის შევუმოწმებივართ;
თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;
ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;
რა თქმა უნდა 100% მზად ვიყავით ამისთვის;
სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;
თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;
არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები(ცხელი,ცივი, ხილი, სასმელი) სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;
გვიმოწმებენ ტემპერატურას;
სავარაუდოდ დაგვაკვირდებიან რამოდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;
ჩემი აზრით საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე ....", - წერს ანუკი ბიწაძე.