18-03-2020
საქართველოს ყველა ქალაქის მსგავსად დღეიდან თელავში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ცვლილების შესახებ, სამარშუტო მიკროავტუბისის მძღოლებს უკვე აცნობეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დამსაქმებლებს მოუწოდებს გაითვალისწინონ განსახორციელებელი პრევენციული ზომები და იმ დასაქმებულების მიმართ, ვინც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს სამსახურში მისვლას გარკვეული შეღავათები დააწესონ.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მუშაობას წყვეტს კვების ობიექტები, რესტორნები და კაფეები. რეკომენდაციის მიხედვით, კვების ობიექტები მოსახლეობას მხოლოდ მიტანის სერვისით მოემსახურება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეზღუდვებს და აკრძალვებს სამართალდამცველები გააკონტროლებენ.