გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა იყოს მინიმალური

18-03-2020

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.

როგორც გამყრელიძემ “კურიერთან” საუბარში აღნიშნა, მთავარი მიზანია, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა მინიმალური იყოს.

“ველით, რომ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები, დიდი ალბათობით, უკვე ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა იყოს მინიმალური, ანუ მინიმიზაცია გავაკეთოთ ახალი შემთხვევებისა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული.

kvira