გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა: პირობა, რომ შევძლებდით „ტყის კოდექსის“ საბოლოოდ მიღებას, მიღწეული იქნება

19-03-2020


„ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება წინგადადგმული იმისთვის, რომ ჩვენ ტყის მასივების მართვა უფრო ეფექტიანი გავხადოთ და რაც ყველაზე მთავარია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ არამედ, კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოში მისი რაოდენობა. ის, რასაც ერთი წლის წინ ალბათ ვერავინ დაიჯერებდა ახლა უკვე მეორე მოსმენით ვიღებთ. პირობა, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავდეთ, რომ შევძლებდით „ტყის კოდექსის“ საბოლოოდ მიღებას - ეს მიზანიც მიღწეული იქნება“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ტყის კოდექსის“ განხილვისას გააკეთა. მისი თქმით, „ტყის კოდექსი“ დაახლოებით 6-7 წელი მუშავდებოდა თუმცა, ბოლო ერთი წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან განხილვებში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე.

„საკითხზე მუშაობის კუთხით, ბოლო ერთი წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ აქ ვნახეთ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა და ის დიდი გუნდი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით. ჩვენ ვნახეთ თუ რამდენად პედანტურად გადიოდით ყველა იმ მუხლს და საკითხს, რომელიც ხშირად იყო დავის საგანი თუმცა, მიხარია, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელზედაც ძირითადად, შეთანხმება მიღწეული იქნა ყველა მხარის მიერ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ ამ კანონს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.