გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა იმნაძე: მარნეულის შემთხვევაზე გამოკვლეულ 3 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23-03-2020

"მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე ჩაუტარდა კვლევა 3 მათგანს და სამივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია", -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონტაქტები უკვე დადგენილია და მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამოკვლევა."

ახლო კონტაქტში მყოფი 90-მდე პირის ვინაობა დადგენილია, ისინი იმყოფებიან იზოლაციაში და მიმდინარეობს მათი გამოკვლევა",-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინ PIA.GE-მ გაარკვია, მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სწორედ ამ შემთხვევის შედეგად, მთავრობამ კორონავირუსის შიდა გავრცელების დაწყების შესახებ განაცხადა და მიიღო გადაწყვეტილება ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკარანტინე ზონებად გამოცხადების შესახებ.

პია