23-03-2020
კორონავირუსით გამოწყვეული ვითარების მიუხედავად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასრუქტურული პროექტები აქტიურად ხორცილედება და ის კონტრაქტორი კომპანიები, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ. ქალაქში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ განახორციელა, რომელიც დეტალურად გაეცნო მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს. ტყიბულში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წელსაც გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი. თემურ ჩუბინიძე ტყვარჩელის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 285 531 ლარის ფარგლებში, NN 24; 26; 32 და 34 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.
მერმა, ასევე დაათვალიერა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია არსებული სკვერის ქვის ფილებით მოპირკეთება, შადრევნის რეაბილიტაცია, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება, რომელებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ტყიბულში მიმდინარეობს ორ ჯგუფზე გთვლილი მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 739 200 ლარს შეადგენს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდის დაფინანსებით, ასევე ხორციელდება ქალაქის მე-2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.