გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაატა იმნაძე: ჩემი დეპარტამენტის უფროსი, ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კითხვარს ავსებენ, რადგან მერე იტყვიან, საჯარო ინფორმაცია არ გაეცით დროზეო

28-03-2020


რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს აკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, რადგან მერე იტყვიან, რომ საჯარო ინფორმაციის დროზე გაცემა არ ხდება.

„ყველას დრო გაუჩნდა. რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარის ნაცვლად, კითხვას ავსებს ვიღაცისას, დისერატიცია უნდა დაიცვას, აი ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.