გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან რატიანი - მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე, ეს ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა

1-04-2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქალი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა, დღეს განკურნებულია და კლინიკას ტოვებს.

„მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტზე, რომელიც იწვა კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. მინდა, ყველას განვუმარტო – დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს „კოვიდ 19“-ით ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის ​უცნობია ვირუსის სტრატეგია, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა როგორც ჯანმოს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენს მიერ დანიშნული რეკომენდაციებით. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად, იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, უჭირდა სუნთქვა. იყო სულმულენტური ანუ ძილიანი. აქედან გამომდინარე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებად მინდა, ჩავთვალო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის კლინიკიდან. ეს რა თქმა უნდა, ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის და იმ ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს, რომელსაც ამ ეტაპამდე განიცდის კლინიკა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ანამნეზის შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი 97 პროცენტია.

„გუშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით ყველა, რადგან არსებობს ასეთი პაციენტების შეფასების შკალები, რომლის შედეგად 97 პროცენტში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით. მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. ჯანმოს მოწოდებული პროტოკოლის მიხედვით, ორი კვირა გადავა თვითიზოლაციაში და გააგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც ცხოვრობდა მანამდე“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტია მოთავსებული. მათგან 19 ინფიცირებულია, დანარჩენები დაკვირვებისა და კვლევის ქვეშ არიან.

1tv.ge