გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს

1-04-2020

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ ახალციხეში არსებული სუპერმარკეტის ერთობლივი ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს.

სუპერმარკეტებში მოწყობილია სპეციალური კუთხეები, სადაც მსურველებს უმწეო ოჯახების დასახმარებლად  საკუთარი წვლილის  შეტანა შეუძლიათ.   ახალციხის მაცხოვრებლები უკვე მეორე დღეა აქტიურად უერთდებიან აქციას, საკუთარ შენაძენთან ერთად,  მათთვისაც იძენენ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სპეციალურად გამოყოფილ  ყუთში ათავსებენ.

საქველმოქმედო კუთხეები  განთავსებულია  სუპერმარკეტებში:
? შპს თოკ-მარი-კოსტავას № 163/49
? შპს პოპულარი-რუსთაველის № 66
? მაგნიტი-რუსთაველის №71
? ი/მ ზურაბ დურგლიშვილი (ზურების მაღაზია)-რუსთაველის № 93
? შპს ჯიბე-თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორია
? შპს სამი-თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, „ალფა მარკეტში“
? წისქვილი-თამარაშვილის №12
? შპს ნინო-თამარაშვილის №41
? ბორჯომი1-თამარაშვილის №6
? ბორჯომი2-თამარაშვილის №6
? შპს მაგნიტი-თამარაშვილის მოედანი
? ი/მ გულნაზი აფრიამაშვილი-კოსტავას №1

აღნიშნულ სავაჭრო ობიექტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საზოგადოების  წარმომადგენლებთან ერთად  ესტუმრა და საკვები პროდუქტების შეგროვების პროცესს გაეცნო. გურამ მელიქიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებსა და სუპერმარკეტების ხელძღვანელებს გამოჩენილი აქტიურობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.