გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

17-04-2020

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. შედეგად 30 მეტრამდე მიწის ფართობი მოექცა ე.წ. საზღვრის იქეთ, რადგან ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, ბოძები.

შედეგად, ადგილობრივებს მიწის დამუშავების პრობლემა შეექმნებათ. ამასთან, ოკუპანტების მიერ შემოღობილ მხარეს სასაფლაოც მოჰყვება.

სახელწმიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია.

ასევე ინფორმცირებულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - აცხადებენ სუსში.

Imedinews.ge