გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

29-04-2020

ფოთის საკრებულომ ახალი თავმჯდომარედ ბექა ვაჭარაძე აირჩია. მისი კანდიდატურა უმრავლესობამ წარადგინა, რომელსაც ფარული კენჭირსყრით 22 წევრიდან 21-მა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დარეჯან ცხვიტარიას არ მიუღია.

“საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობით. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდნენ, მათი აზრიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია. იცით, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი ორგანო, ჩვენ წარმოვადგენთ, პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამოქალაქელებს, მათ ინტერესებს და, შესაბამისად, ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპიც სწორედ მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა. იყო სხვა კანდიდატურაც, თორნიკე შონიამ შემოიტანა განცხადება. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე განაწყენებული იყოს. ჩვენ შევთანხმდით და დღეს ნახეთ, რომ საკრებულოს წევრებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით მხარი დამიჭირეს. არ ვიცი, რატომ დატოვა თორნიკე შონიამ სხდომა. გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა, გუნდური პრინციპით, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა ერთი კანდიდატურა“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას ბექა ვაჭარაძემ.

ცნობისთვის, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

კვირა