გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

იაპონურმა ენერგოგიგანტმა "დარიალი ჰესის" წილის 31,4 პროცენტი იყიდა

2-05-2020

იაპონურმა ენერგოგიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა.
აღნიშნული, TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა. იაპონური კომპანია გეგმავს საქართველოში მმართველი რგოლისა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გამოგზავნას, რომლებიც ქართველ კოლეგებსგამოცდილებას გაუზიარებენ. გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივების გაცვლა პროექტის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

„TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა. კომპანია განსაკუთრებულ მადლობა უხდის „Invest in Georgia“-ს გუნდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მთლიანად მთავრობას, რომლებიც3 წლის მანძილზე მუდმივად გვიწევდნენ დახმარებას და ნათლად დაგვანახესმონდომება და სურვილი რომ ინვესტორებისთვის სასურველი გარემო შექმნან. ჩვენ ასევე გვსურს აღვნიშნოთ ქართველი პარტნიორები, გამყიდველი კომპანია, კონსულტანტებიდა ყველა მხარე რომლებმაც კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებშიც ყველაფერი გააკეთეს რომ მოლაპარაკებები დროულად და წარმატებით დასრულებულიყო”- განაცხადა კომპანიამ.

კომპანიამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის კვლევა 2017 წლებში დაიწყო. 2018 წლის იანვარში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“წარმომადგენელი შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას იაპონიაში. 2019 წლის დასაწყისში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ქალაქ ტოკიოში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიცესწრებოდა. ასევე, კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს დღისადმი მიძღვნილ გალა დინერს ტოკიოში, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პრემიერ მინისტრი მასპინძლობდა.

2019 წლის განმავლობაში სააგენტოს ჩართულობით რამდენიმე ვიზიტის ორგანიზება მოხდა საქართველოში, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები ენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა ორგანიზაციასთან (ESCO, GSE, EnergoTrans), კომპანია ასევე, დაესწრო სააგენტოს თანაორგანზიებით გამართულ იაპონია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს. პირველი შეხვედრიდან მოყოლებული სააგენტო აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებდა კომპანიასთან,აწვდიდა საჭირო ინფორმაციას და უწევდა საჭირო დახმარებას.