გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ქედაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

20-05-2020

“გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ – ქედაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სისხლი მოხალისეებმა, თვითმმართველობის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ გაიღეს.

როგორც გორგილაძემ განაცხადა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად აქციაში 50-მდე მოხალისე ჩაერთო.

“უმნიშვნელოვანესია მსგავსი ტიპის აქცია დღევანდელ ვითარებაში, როცა ყველა ერთად ვიბრძვით პანდემიის დასამარცხებლად. ჩვენი თანამოქალაქეები ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით იბრძვიან სიცოცხლისთვის და მათ ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდებათ. მიხარია, რომ მსგავსი ტიპის აქციები ქედაში ყოველთვის მაღალი ჩართულობით იმართება. დღეს 50-მდე მოხალისემ გაიღო სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად და მადლობა ყველა თანაგუნდელს და მოხალისეს მაღალი აქტივობისთვის“, – განაცხადა ლევან გორგილაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღეებიდან შეუერთდა. აქციის მიზანს მოქალაქეების დახმარება და სისხლის დეფიციტის შევსება წარმოადგენს. ქედაში დონაციის აქციას ორგანიზებას სამედიცინო ცენტრი ,,მედინა“ უწევდა.