პარასკევი, ივნისი 27, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სოფელ ტვიშში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

22-02-2018

ცაგერის მუნიციპალიტის სოფელ ტვიშში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს. ადგილობრივები „ტვიშიჰესის“ და „ნამახვანჰესის“ მშნებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით, სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგებიან და განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში -ლეჩხუმური ცოლიკაური. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ჰესები აშენდება, დაიტბორება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია.
მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა პარტიამ „თავისუფალი საქართველო“. პარტიის წევრის გოგი წულაის განცხადებით, მოსახლეობა ხელისუფლებაზე გონიერია და ხვდება იმ საფრთხეებს, რასაც ჰესი გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ ჰესების მშენებლობაში 750 მილიონ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"