გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სურამში ლესია უკრაინკას 147 წლის იუბილე აღნიშნეს

26-02-2018

სურამში ლესია უკრაინკას 147 წლის იუბილე აღნიშნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას დაბადების დღის აღსანიშნავად სურამში ლესია უკრაინკას ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილმა გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებაში ასევე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ამასთან, ლესია უკრაინკას სახელობის სურამის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინულ ენაზე წარმოდგენა აჩვენეს.

ლესია უკრაინკა 1871 წლის 25 თებერვალს დაიბადა უკრაინის ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში. პოეტი 1913 წელს სურამში გარდაიცვალა.

ნოვოგრად-ვოლინსკსა და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის პარტნიორობის მემორანდუმია გაფორმებული. ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სურამში ყოველწლიურად იმართება.

"ინტერპრესნიუსი"