გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აბასთუმანში გამთენიისას ხანძრის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდა

15-06-2020

აბასთუმნის ტყის მასივს ცეცხლი განთენიისას კვლავ გაუჩნდა. ხანძრის კერა ამჯერადაც მიუვალ ადგილას დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის ტერიტორიაზე წუხელ ძლიერი წვიმა იყო. ცეცხლი გამთენიისას მოსახლეობამ შენიშნა. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახერხეს რეინჯერებმა და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებმა.

ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია, თუმცა არსებობს მიმდებარე ხევში მოხვედრილი ნაპერწკლების აალებისა და ხანძრის ხელახალი გაჩენის საფრთხე. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, ექსპერტები ხანძრის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.

ხანძარი აბასთუმნის ტყის მასივს ორი დღის წინაც გაუჩნდა. სპეციალისტები ცეცხლის გაჩენის ხელოვნურ მიზეზზე მიუთითებდნენ.

imedinews.ge