გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"მედია გახდა ტოქსიკური" - გახარია კალაძის "სიმართლის მუშტზე"

29-06-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დაწყებული "სიმართლის მუშტი" მედიაში არსებული ტოქსიკური გარემოთია გამოწვეული. ამის შესახებ მან ბათუმში "TV პირველის" კითხვაზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

"მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად: ფეიკ ნიუსი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, ასეთ "ფეიკ ნიუსებს" სიცოცხლისუნარიანობა აქვს ძალიან პატარა", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, მათი პასუხი ამ ყველაფერზე არის გახსნილობა.

"ჩვენ ხო არჩევნები გველოდება წინ, რაღაც ეთიკა უნდა შევინარჩუნოთ. რაღაც დავალების მიღება არ შეიძლება. მე ხო არასდროს მედიასთან პრობლემა არ მქონია", - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეიკ ნიუსებთან საბრძოლველად "სიმართლის მუშტის" კამპანია დაიწყო.

რადიო თავისუფლება