გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა კალაძე: უნდა ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად

21-08-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, თეთრიწყაროში, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენის დროს საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წელს, “ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკური გუნდი სწორედ თქვენი - ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანების მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. სწორედ ამ ერთობლივმა ბრძოლამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ მიზნები რეალობად გვექცია - ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი რეჟიმი და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების რელსებზე დაგვეყენებინა, შეგვექმნა სახელმწიფო, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანი იქნებოდა.

სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი მიეღო შემოსავალი, უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებს ადგას.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რომელსაც გამოსწორება ჭირდება, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს თანადგომას. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანის და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების დასახმარებლად.

მე მახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თეთრიწყაროში ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, სოფელ-სოფელ დავდიოთ, რამდენად რთული და მძიმე მდგომარეობა იყო. რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და მეგობრებისთვის. ეს ყველაფერი ხომ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გამოვიარეთ. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც განსხვავებულად ფიქრობდა, ვიდრე მაშინდელი ხელისუფლება. მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა და შიში, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ და მშვიდობიანი, არჩევნების გზით, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. მე ვსაუბრობდი განხორციელებულ პროექტებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, უამრავი პრობლემაა, რომელსაც თავდაუზოგავი, 24-საათიანი მუშაობა ჭირდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.