გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გოჩა ენუქიძე: ამინდის დასტაბილურებასთან ერთად ლენტეხში სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა დაიწყება

21-08-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები - დურაში, ტვიბი, ესიერი, და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა.

წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი - მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე. სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები.

გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხემძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება, თუმცა მისი ინფორმაციით ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას აფერხებს. დეპუტატის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელეფონო კავშირია. ამინდის დასტაბილურებასთან ერთად დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად.