გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერმა თეთრიწყაროს სოფელ საღრაშენის ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

21-08-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდნენ, სადაც ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

სოფელ საღრაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.

ახალი სკოლის მშენებლობა 1 მლნ ლარით დაფინანსდა.

სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა, მოიცავს 8 საკლასო ოთახს, ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ ოთახს, სასადილო ოთახს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ასევე კეთილმოეწყობა სკოლის გარე ტერიტორია.