გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

“ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო

15-09-2020

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დღეს 09:00 საათიდან განახლდა.

„ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.

სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებსაც მოიცავს. ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს, ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობაც ექნება.

ახალ სეზონზე „ტელესკოლაში“ ორი ახალი გადაცემა: „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“ დაიწყება.

პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში. მასში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.

საეთერო ბადე მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები.