გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

17-09-2020

ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი) მიიღო.

„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური"- ნათქვამია განცხადებაში.